„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
246
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016603
„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 246

2014 წლის 1 3 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს  2014  წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის  23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. ,,საქართველოს  2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ეროვნულ სატყეო სააგენტოზე არ გავრცელდეს ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა, რომ წლის განმავლობაში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 50 ერთეულით, ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება არაუმეტეს 1000 (ათასი)  ლარით.

2. შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან.

პრემიერ-მინისტრი                                    ი . ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია