„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №1437 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
235
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016650
„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №1437 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 235

2014 წლის 1 3 თებერვალი

ქ. თბილისი

„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №1437 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად , „ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №1437 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში სამოქალაქო აეროპორტების განვითარების სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე , შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წინაშე მდგარი მრავალმხრივი ამოცანების ეფექტურად და კომპლექსურად გადაწყვეტის მიზნით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგა­ დოება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთ–ვალყურეო საბჭო განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;

გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;

ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე;

ვ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;

ზ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.“.

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი              ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია