სააქციო საზოგადოება ,,ზუგდიდის ფაიფურის" შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
680
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1998-12-07
გამოქვეყნების თარიღი
1998-12-24
სარეგისტრაციო კოდი
240.060.000.05.002.001.
სააქციო საზოგადოება ,,ზუგდიდის ფაიფურის" შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №680

1998 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

სააქციო საზოგადოება „ზუგდიდის ფაიფურის“ შესახებ

სააქციო საზოგადოება „ზუგდიდის ფაიფურის“ მუშაობის ეფექტურობის ამაღლებისა და საინვესტიციო პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით:

1. საქართველოს მრეწველობის სამინისტროსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის წინადადებების გათვალისწინებით, ნება დაერთოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოახდინოს სააქციო საზოგადოება „ზუგდიდის ფაიფურის“ აქციათა 45,2%-ის (289656 აშშ დოლარის ღირებულების 289656 აქცია) პრივატიზება კომერციული კონკურსის ფორმით, სიმბოლური საწყისი ფასით (20000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) სათანადო ბიზნეს-გეგმის (საინვესტიციო პროგრამის) წარმოდგენის პირობით.

2. ამოღებულ იქნეს „მასობრივი პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში კაპიტალური შემოსავლების გაზრდის მიზნით აქციათა ნულოვანი საწყისი ფასად სპეციალიზებული აუქციონის მოწყობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 12 ოქტომბრის №594 ბრძანებულების №1 დანართიდან სააქციო საზოგადოება „ზუგდიდის ფაიფური“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია