საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 196
2014 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
საკონსულო დაწესებულების გახსნის შესახებ
„საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის № 405 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისში, საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით, გაიხსნას შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულება (საკ ონსულო ოლქით: საქართველოს მთელი ტერიტორია).
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი