„2014 წლის ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №1816 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
194
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-02-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016622
„2014 წლის ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №1816 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 194

2014 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

„2014 წლის ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის № 1816 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, „2014 წლის ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის № 1816 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „2014 წლის ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის“ მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ირაკლი ქარსელაძე  

–

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე ;

ლევან რაზმაძე

–

სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი ;

დიმიტრი ქუმსიშვილი

–

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი ;

გიორგი ჯავახიშვილი

–

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

დავით ხუციშვილი  

–

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

გიორგი კოტრიკაძე

–

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი.“.

 პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია