საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1 8 9
2014 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
„შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №1532 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, „შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №1532 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკუთ რებაში/სარგებლობაში არსებულ ობიექტებში ტრეინინგების, სემინარების, კონფერენციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაზე.“.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი