ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 53
2010 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
„ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ქუთაისის ოფისის სარემონტო სამუშაოების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის № 283 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ქუთაისის ოფისის სარემონტო სამუშაოების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის № 283 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აპარატისა (ორგანიზაციული კოდი – 25 03 01 01) და „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საავტომობილო გზების დეპარტამენტის აპარატისათვის (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.“ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური