ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 48
2010 წლის 14 იანვარი
ქ. თბილისი
„ საქართველოს მთავრობის მიერ „ შემოსავლების სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენისა და ამ კანონპროექტებზე ნ. მიქელაძისა და ი. სირაძის მომხსენებლებად დანიშვნის თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 5 იანვრის № 2 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე , „ საქართველოს მთავრობის მიერ „ შემოსავლების სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენისა და ამ კანონპროექტებზე ნ. მიქელაძისა და ი. სირაძის მომხსენებლებად დანიშვნის თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 5 იანვრის № 2 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ საქართველოს მთავრობის მიერ „ შემოსავლების სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენის შესახებ “ ;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური