ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 20
2010 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდისთვის “ უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – „ სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდს “ იჯარის ფორმით გადასცეს ქ. თბილისში, გიორგი ათონელის ქ. № 25-ში მდებარე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 01.18.03.005.001) შენობის მესამე სართულზე არსებული 100,90 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული 103,32 კვ.მ მიწის ფართობი 1 (ერთი) წლის ვადით, საიჯარო ქირით – თვეში 700 ლარი.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთან – „ სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდთან “ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით უზრუნველყოს შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური