საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის უზრუნველსაყოფად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-01-12
გამოქვეყნების თარიღი
2010-01-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის უზრუნველსაყოფად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 12

2010 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის უზრუნველსაყოფად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის № 45 დადგენილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად განახორციელოს ცვლილებები „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში და დაამატოს  შემდეგი ორგანიზაციული კოდი – „ 23 03 – საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის ფინანსური უზრუნველყოფა“ .

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაციულ კოდში განახორციელოს თანხების გადატანა, კვარტალში არა უმეტეს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი.

 პრემიერ-მინისტრი                                                                             ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია