ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 10
2010 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
„ ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე მდინარე ბეღლორას გამორეცხილ ხიდზე პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს № 611 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე მდინარე ბეღლორას გამორეცხილ ხიდზე პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ “ საქართველოს მთავრობის2009 წლის 14 აგვისტოს № 611 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2009-2010 წლებში უზრუნველყოს ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე მდინარე ბეღლორას გამორეცხილ ხიდზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. “ .
2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ 3. აღნიშნული სამუშაოები დაფინანსდეს „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „ გზების მოვლა-შენახვის ხარჯების “ (მიმდინარე, პერიოდული შეკეთება, რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, მშენებლობა და შენახვა ზამთრის პერიოდში) მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 03 01 02)და „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „ გზების მოვლა-შენახვის ხარჯების “ (მიმდინარე, პერიოდული შეკეთება, რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, მშენებლობა და შენახვა ზამთრის პერიოდში)მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან. “ .
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური