„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 ( www.matsne. gov.ge, 06/12/2013, 480040030.10.003.017482) დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იმ ქვეყნების ნუსხის, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები“ (დანართი №2):
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აკრედიტებულია პერუს რესპუბლიკაში, ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში, სურინამის რესპუბლიკაში, კოლუმბიის რესპუბლიკასა და გაიანას კოოპერაციულ რესპუბლიკაში.“.
2. 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკასა და ეკვადორის რესპუბლიკაში.“.
|