„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №1041 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-01-12
გამოქვეყნების თარიღი
2010-01-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №1041 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 9

2010 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

„ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის № 1041 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის № 1041 გან კარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და პირველი პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ დ) თერჯოლის მუნიციპალიტეტს – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

 დ.ა) სოფელ ქვედა ალისუბნის ბაგა-ბაღის მშენებლობის დაწყება;

დ.ბ) სოფელ თუზის ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;

დ.გ) სოფელ რუფოთის ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;

დ.დ) სოფელ ბარდუბნის № 2 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;

დ.ე) სოფელ ეწერის ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;

დ.ვ) სოფელ ჭოგნარის ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;

დ.ზ) სოფელ კვახჭირის ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;

დ.თ) თერჯოლის ცენტრის კეთილმოწყობა (ქალაქის შემოსასვლელ-გასასვლელში ღობეების მოწყობა, საცხოვრებელი სახლების ფასადების შეღებვა და სახურავების შეკეთება, გარე განათების მოწყობა ქალაქისა და სოფლების ცენტრებში, ღვარსადენების გაწმენდა, ბორდიურების მოწყობა, გამწვანების სამუშაოები);“ .

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია