ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 8
2010 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
„ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ს/გზის 56-ე კმ-ზე მდ. ყვირილასა და ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას ს/გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოსმთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის № 101 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ს/გზის 56-ე კმ-ზე მდ. ყვირილასა და ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას ს/გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის № 101 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2009-2010 წლებში უზრუნველყოს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, მდინარე ყვირილასა და ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე, მდინარე ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა.
2.2009-2010 წლებში დაგეგმილ სამუშაოთა დაფინანსება განხორციელდეს „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „ გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის “ (ორგანიზაციული კოდი – 25 03 01 02 01) და „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „ გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის “ მუხლებით (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან. “ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური