პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის 30-ე ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №91 დადგენილებაში (
www.matsne.gov.ge, 21/01/2014, 040030000.10.003.017710) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის მომსახურების საფასურების“ (დანართი №1) „სტანდარტების რეგისტრაციის საფასური“ (ცხრილი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.