„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილებაში (
www.matsne.gov.ge, 18.03.2011, 040030000.10.003.016288) შეტანილ იქნეს ცვლილება და 1
1 მუხლის მე‑3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს სამინისტროს მიერ გაცემული გრანტების წლიური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მისთვის დამტკიცებული ასიგნებების 1%-ს, თუ საქართველოს მთავრობის მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება.“.