საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ - ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №304/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
43/ძ
მიმღები ორგანო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-02-11
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-12
სარეგისტრაციო კოდი
040030000.33.062.016048
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ - ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №304/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

(ბათილია 12.03.14 №71/ძ)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის  მინისტრის

ბრძანება №43/ძ

2014 წლის   11 თებერვალი

    ქ. თბილისი          

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ - ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №304/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 26 თებერვლის ბრძანება №60/ძ - ვებგვერდი, 26.02.2014 წ.

„ნ ორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის,  „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 თავის მე-13 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 5 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ - ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №302/ძ ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 16.11.2012წ. სარ.კოდი 040030000.33.062.016018) დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.ცენტრის დაფინანსების წყაროებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ)  სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ)  ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი;

დ)  საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

 მინისტრი                                           დიმიტრი ჯაიანი                                      

 

კრებსითი — სრული ვერსია