|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 იანვრის №1 დადგენილებით (სსმ, ვებ გვერდი, 14/01/2014; 280120000.35.148.016182) დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ შვილი და ჰყავთ კიდევ სამი 0-18 წლის ასაკის შვილი ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ 200 (ორასი) ლარის ოდენობით“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|