„გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის" წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
6
მიმღები ორგანო
გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-02-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-24
სარეგისტრაციო კოდი
010340000.35.148.016187
„გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის" წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2014 წლის 14 თებერვალი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,   გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ”  გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №38 დადგენილების (სსმ, №35, 08/10/2010; 010.340.000.35.148.016.004)  თანდართული დანართის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ,,გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდებას ანიჭებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოებრივი ორგანოების წარდგინებით, გორში ყოველწლიურად გამართულ დღესასწაულზე ,,გორის დღეებზე“,  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე“ .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე

კრებსითი — სრული ვერსია