„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-02-11
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-18
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.154.016153
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

           თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2014 წლის 11 თებერვალი

დაბა თიანეთი

 

„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შეხებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად , თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს № 34 დადგენილებაში (სსკ 010.250.020.35.154.000.392) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: 
1. მე-5 მუხლის პირველ პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) მთ.სპეციალისტი საქმის წარმოების საკითხებში;

ამავე პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ““ ქვეპუნქტი

„ზ ) საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე“.

2. III თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-11 მუხლები:

„მუხლი 7. მთ.სპეციალისტი საქმის წარმოების საკითხებში;

მთ. სპეციალისტი საქმის წარმოების საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;

ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;

გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;

დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;

ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;

ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;

ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;

თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;

ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;

კ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;

ლ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;

 

მუხლი 11.საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე:

ა) უზრუნველყოფს საკრებულოს საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას;

ბ) ამ დებულებით განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და აპარატის უფროსს წარუდგენს მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;

გ)ახდენს საკრებულოს შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გაშუქებული მასალების და პუბლიკაციის ანალიზს;

დ)ახდენს ჟურნალისტების აკრედიტაციას, უზრუნველყოფს მათ დასწრებას საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების ორგანოების სხდომებზე, უზრუნველყოფს  მათთვის სათანადო პირობების შექმნას, მათ ინფორმირებას;

ე) ორგანიზებას უწევს სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარებას.

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

ზ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ზრუნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა ჩართულობაზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი წიკლაური

კრებსითი — სრული ვერსია