„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით (სსმ ვებპორტალი, 110408016, 12.04.2011) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„32. ვადიანი დეპოზიტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა, შეტანა, გადარიცხვა და გატანა, გარდა სადეპოზიტო სერტიფიკატის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ვადიანი დეპოზიტის და ამ მუხლის 33 და 35 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შესაძლებელია მხოლოდ დეპოზიტის მფლობელი პირის მიმდინარე ანგარიშის ან მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიშის მეშვეობით.“.
|