ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული, მასობრივი, სპორტული და სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარებისას ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის" მიერ სამედიცინო მომსახურეობის ტარიფების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
05.04.175
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2014-02-11
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-05
სარეგისტრაციო კოდი
040030000.37.101.016178
ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული, მასობრივი, სპორტული და სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარებისას ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის" მიერ სამედიცინო მომსახურეობის ტარიფების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 05.12.14 №16-40)

ქალაქ თბილისის მთავრობა

დადგენილება №05.04.175

2014 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული, მასობრივი, სპორტული და სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარებისას ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის" მიერ სამედიცინო მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ

 ქ. თბილისის სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მისდამი  მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში დამატებით ახორციელებს კულტურულ, მასობრივ, სპორტულ და  სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე სამედიცინო მოსახურებას. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 321 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

                                  ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:


მუხლი 1
მიეცეს თანხმობა სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, რათა კულტურულ, მასობრივ, სპორტულ და  სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარებისას გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება განახორციელოს დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე

კრებსითი — სრული ვერსია