|
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების და სხვა ობიექტების დაცვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №276 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების და სხვა ობიექტების დაცვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №276 ბრძანებაში (სსმ, 100110000.22.038.016231, 04/11/2013) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების და სხვა ობიექტების დაცვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.
2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების და სხვა ობიექტების დაცვის ინსტრუქცია თანდართული რედაქციით.“. 3. ბრძანებით დამტკიცებული დანართის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების და სხვა ობიექტების დაცვის ინსტრუქცია“;
ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების და სხვა ობიექტების დაცვის ინსტრუქცია (შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების (შემდგომში - ობიექტი) დაცვის განხორციელების წესს.“; გ) 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ან დეპარტამენტის თავმჯდომარეს;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|