,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
23
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-01
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.026.016245
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №23

2014 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებით (სსმ III, 04.08.2010 წ., №96, მუხ.1421) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის:
ა)  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ყოველი სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ კადეტებისათვის ლიცეუმის სასწავლო გეგმის შესაბამისად ჩატარდება პრაქტიკული და საველე მეცადინეობები “.

ბ)  მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს ,, 5 1’’ პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,, 51. ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე  კადეტები ლიცეუმის  სასწავლო გეგმის შესაბამისად გაივლიან საადაპტაციო პერიოდს.”


მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია

კრებსითი — სრული ვერსია