„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციების ეთიკის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 19 აგვისტოს №211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
64
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-04-22
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-23
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.038.016319
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციების ეთიკის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 19 აგვისტოს №211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №64

2014 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

 

„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციების ეთიკის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 19 აგვისტოს №211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციების ეთიკის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 19 აგვისტოს №211 ბრძანების (სსმ, 100110000.22.038.016210, 19/08/2013) პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეთიკის წესები ვრცელდება იმ ორგანიზაციათა წარმომადგენლებზე, რომლებიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, გარკვეული მიზნით იმყოფებიან დაწესებულების ტერიტორიაზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი

კრებსითი — სრული ვერსია