„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 30 დეკემბრის №187 ბრძანების (სსმ III, 2010 წ,. №72, მუხ. 2512) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა და პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებმა (შემდგომში – დაწესებულება) შექმნან პირობები ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.“.
|