„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ვირუსული C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის დამტკიცების და განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 31 იანვრის №01-5/ნ-№12 ერთობლივი ბრძანებით (სსმ, 31/01/2014, 470230000.22.035.016237) დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მსჯავრდებულის მკურნალობაში ჩართვის, მკურნალობის დროებითი ან მუდმივი შეწყვეტის და მკურნალობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომიტეტი, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობის წესით, ამ პროგრამით, კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული C ჰეპატიტის მართვის კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციით (გაიდლაინი), კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტით (პროტოკოლი) და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.“.
|