საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №632
1998 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
მ. ადეიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ტრანსპორტის მინისტრს მერაბ ადეიშვილს უფლებამოსილება, რათა ხელი მოაწეროს „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას.
ე. შევარდნაძე