„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1974-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-02-05
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-19
სარეგისტრაციო კოდი
040030000.05.001.017333
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქალაქ თბილისში ქალაქ თბილისის საკრებულოს ნორმატიული აქტით შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  განსაზღვრული წესით.“.

2.  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ქალაქ თბილისის საკრებულოს ნორმატიული აქტით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად.“.

3. 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 111. კონტროლი ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ  დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე

ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ თბილისის მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა უფლებით, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად აქვს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.“.

4. მე-19 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ გამოიყენება ამ კანონით გათვალისწინებული ნორმები, თუ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ან სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 თებერვალი 2014 წ.

N1974-IIს

კრებსითი — სრული ვერსია