„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1978-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-02-05
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-19
სარეგისტრაციო კოდი
450090060.05.001.017335
„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 11.07.2001, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუზეუმს ადგილობრივ კატეგორიას ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ან მუზეუმის მესაკუთრის განცხადებით ანიჭებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.“.

 2. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აღრიცხავენ მათ ტერიტორიაზე და მათ საკუთრებაში არსებულ მუზეუმებს.“.

3. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის კოორდინაცია სამუზეუმო საქმიანობის მართვაში;“.

 4. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა უფლება-მოვალეობები სამუზეუმო საქმიანობის მართვაში

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები:

ა) აფინანსებენ და აკონტროლებენ მათ საკუთრებაში არსებულ მუზეუმებს;

ბ) კოორდინაციას უწევენ მათ ტერიტორიაზე არსებული მუზეუმების საქმიანობას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 თებერვალი 2014 წ.

N1978-IIს

კრებსითი — სრული ვერსია