საქართველოს მთავრობის
განკარგულება №159
2014 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
„უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების ზრდის სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის №378 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების ზრდის სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის №378 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი