საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მომსახურების გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
146
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016555
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მომსახურების გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 146

2014 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მომსახურების გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვით, განახორციელოს სხვადასხვა ენოვანი თარჯიმნების მომსახურების შესყიდვა.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია