„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 12/03/2012, 010340000.15.008.016031) დამტკიცებულ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგამოცდო ტესტების მომზადებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრი. სწავლების ცენტრის დირექტორი ბრძანებით ამტკიცებს საგამოცდო ტესტებს, რომლებიც უცვლელი ფორმით გამოიყენება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტებისა, რომლებიც სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით მტკიცდება ნიმუშის სახით (გამოცდის ჩატარებისას იცვლება მხოლოდ რიცხვითი მონაცემები, ტექსტური ნაწილი უცვლელია).“.
|