„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 06/02/2012, 040030000.15.008.016025) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. სწავლების ცენტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ბ” ქვეპუნქტით დადგენილი ფუნქციის განხორციელებას ახდენს საგრანტო კონკურსის თანდართული დებულების შესაბამისად (დანართი №3).”.
|