,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №21 დადგენილებით (სსმ, 32, 30/09/2010; 010250020.35.144.016008) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა.ბ“ და ა.გ“ ქვეპუნქტები:
,,ა.ბ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
ა.გ) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა უფლებამოსილების ფარგლებში.“.
|