,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №17 დადგენილებაში (სსმ, №32, 30/09/2010; 001025020.35.144.016004) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი:
,,კ) შიდა აუდიტის სამსახური“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
,,10. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: უზრუნველყოს შიდა აუდიტის განხორციელება“.
|