„უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
125
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-02-06
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-07
სარეგისტრაციო კოდი
010220030.10.003.017744
„უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №125

2014 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 30/01/2013,  010220030.10.003.017174) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შემუშავების მიზნით, შეიქმნას სამთავრობო კომისია  (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით: 

დავით ჯალაღანია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

 

ეკა აკობია – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი

 

დავით ჭოჭუა – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი

 

რევაზ ბეშიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი

 

გაიოზ თალაკვაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი

 

გიორგი შარვაშიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

 

ნინო ტუსკია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსი

 

დავით ლეჟავა  – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

 

თამარ ტალიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) უფროსი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია