„საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
123
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-02-06
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-06
სარეგისტრაციო კოდი
480140000.10.003.017742
„საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №123

2014 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2014 წლის 20 იანვარს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის შესახებ“ შეთანხმება.
მუხლი 2
საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს კორეის რესპუბლიკას ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია