,,ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/02/2013, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016085) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ელექტრონული აუქციონის ფორმით საპრივატიზებო და სარგებლობაში გადასაცემი ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი საფასური ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დგინდება ,,სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილების შესაბამისად.
|