ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 489
2005 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
გ. გოდაბრელიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად , „ მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის შესახებ “ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე “ , ,,მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ და „ მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი