ლ. ბეგიაშვილის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
444
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-11-01
გამოქვეყნების თარიღი
2005-11-01
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
ლ. ბეგიაშვილის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 44 4

2005 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

ლ. ბეგიაშვილის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. „ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ „ სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე კანონპროექტებზე: „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ , „ სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ , „ ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ , „ სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ , „ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს  პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ლილი ბეგიაშვილი.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს № 330 განკარგულება „ ქ. ქოქრაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ .

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                 ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია