ა. ალექსიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
424
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-10-14
გამოქვეყნების თარიღი
2005-10-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
ა. ალექსიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 424

2005 წლის 14 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ა. ალექსიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. „ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად , „ საქართველოს საბაჟო კოდექსში “ , „ საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე “ , „ საბაჟო მოსაკრებლების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ “ , „ საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ “ , „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „ სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ “ , „ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ , „ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ “ , „ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ “ , „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ “ , „ სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ “ , „ ვეტერინარიის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ “ , „ მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ “ , „ საქართველოს სანიტარიულ კოდექსში დამატების შეტანის შესახებ “ და „ სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ “ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ “ საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ალექსი ალექსიშვილი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია