აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
542
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-12-03
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 542

2005 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ

„ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:

1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლებით გადაეცეს თანდართულ ნუსხაში მითითებული სახელმწიფო ქონება. *

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                        ზ. ნოღაიდელი

* ქვეყნდება დანართის გარეშე

კრებსითი — სრული ვერსია