შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებაში (სსმ, №8, 23/01/2006, სარეგისტრაციო კოდი: 040.030.010.22.022.008.037) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:
1. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზავს მის მიერ არჩეული ერთი კანდიდატის რეგისტრაციის ნომერს.“.
2. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ბიულეტენის დამოწმების შემდეგ ამომრჩეველი მიდის ფარული კენჭისყრისათვის სპეციალურად მოწყობილ ადგილას, სადაც საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზავს სასურველი კანდიდატის რეგისტრაციის ნომერს. ამომრჩეველმა ბიულეტენი ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა;“.
|