თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება შპს "ზედაველას" გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღაბაზე უარის თქმის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სასამართლოს აქტები
დოკუმენტის ნომერი
2/1309-14
მიმღები ორგანო
თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი
2014-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-04
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება შპს "ზედაველას" გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღაბაზე უარის თქმის შესახებ

საქმე №2/1309-14

 

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

 

2014 წლი ს 31 იანვარი

ქ. თბილისი

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე : თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი   –  შპს ,, ზედაველა ’’

( საიდენტიფიკაციო კოდი 432540547)

წარმომადგენელი – ინგა მურადიანი

 

მოთხოვნა –   გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა ერთპიროვნულად განიხილა შპს „ ზედაველ ი ს ’’   წარმომადგენლის ინგა მურადიანის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

2014 წლის 30 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,, ზედაველ ი ს ” წარმომადგენელმა ინგა მურადიანმა და მოითხოვა შპს ,, ზედაველ ი ს ’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება , ვინაიდან შპს ,, ზედაველ ი ს ’’ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები , აგრეთვე მას არ გააჩნია არანაირი ქონება .

 

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია , რომ ,, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად    არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი   შემდეგ გარემოებათა გამო :

 

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება , რომ   შპს ,, ზედაველას ’’   არ გააჩნია არავითარი ქონება , არ გააჩნია ფულადი თანხები ანგარიშზე , მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას .

 

,, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების   შესახებ “ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად , ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის ( კრედიტორების ) ინტერესების თანაზომიერი დაცვა , შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება .

 

ამავე კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის თანახმად , თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე -16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს , რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას , სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს , რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით , თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება .

 

მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის ( გაკოტრების ) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი , კერძოდ , მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ( არ არსებობს არანაირი ქონება ) ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი , ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები , არამედ ვერ დაიფარება ,, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ’’ საქართველოს კანონის მე -6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი , რაც ამავე კანონის მე -40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება . ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას , რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია . 

     

სასამართლოს მიაჩნია , რომ არ არსებობს ,, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის ( გაკოტრების ) საქმის წარმოების წინაპირობები , რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება .

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ “ საქართველოს კანონის პირველი , მე -5, მე -7, მე -8, მე -16, მე -19, მე -20, მე -40 მუხლებით , საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285- ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ,, ზედაველ ი ს ’’ წარმომადგენელს   ინგა მურადიანს   უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე . მიეთითოს , რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით , თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება .

 

2. განჩინება გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს დაფაზე.

 

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება , თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

 

4 . განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა 5 დღის ვადაში მხარეზე განჩინების გადაცემის ან გამოცემის დღიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მდებ . : ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი).

 

 

მოსამართლე                                                                თამარ ჭუნიაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია