„კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 29 დეკემბრის N350 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
14/04
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2014-02-04
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-04
სარეგისტრაციო კოდი
220020000.18.011.016118
„კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 29 დეკემბრის N350 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №14/04

2014 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 29 დეკემბრის №350 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 29 დეკემბრის №350 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „სტანდარტულად“ კლასიფიცირებული სესხი წარმოადგენს ნორმალურ მდგომარეობას, მაგრამ ყველა კომერციულ ბანკს მაინც მოეთხოვება საერთო რეზერვის შექმნა თითოეული „სტანდარტულად“ კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 2%–ის ოდენობით, გარდა რეპო გარიგების ფარგლებში წარმოშობილი და სესხის სახით აღრიცხული აქტივისა, რეპო გარიგებით მიღებული ფასიანი ქაღალდის მონეტარულ ოპერაციებში საქართველოს ეროვნულ ბანკთან დაგირავების შემთხვევაში მისაღები სესხის მაქსიმალური თანხის ოდენობით“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე

კრებსითი — სრული ვერსია