„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის №105/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
15/04
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2014-02-04
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-04
სარეგისტრაციო კოდი
220010040.18.011.016119
„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის №105/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №15/04

2014 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის №105/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის №105/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 21 პუნქტი:

„2¹. კომერციული ბანკი, რომელიც თავის საბანკო ოპერაციებში იყენებს ელექტრონულ ხელმოწერას, ვალდებულია შეიმუშაოს დებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ წესის შესაბამისად მოთხოვნილ ზოგადი წესების დაცვას, ისე რომ შენარჩუნებულ იქნეს ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობებთან დაკავშირებული ცალკეული ოპერაციების კონკრეტიზაცია და საანგარიშსწორებო/სააღრიცხვო რისკების მართვის ის ხარისხი, რაც უზრუნველყოფილი იქნებოდა ამ ოპერაციის განხორციელებისას მატერიალურ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის გამოყენების შემთხვევაში.“.

2. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-7 პუნქტი:

„7. თუ პირველადი დოკუმენტები შექმნილია ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით, ბანკმა უზრუნველყოს მათი შინაარსის ამსახველი (საბალანსო და ბალანსგარეშე ანგარიშების, შემოსავლისა და გასავლის დოკუმენტების მიხედვით) სრულყოფილი სალაროს რეესტრის შექმნა, ამობეჭდვა, საბუღალტრო მონაცემებთან შედარება და აკინძვა სალაროს სხვა მატერიალურ დღიურ საბუთებთან და დანართებთან ერთად. ამასთანავე, ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით შექმნილი პირველადი დოკუმენტებისთვის გამოიყენოს არქივაციის ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონული დოკუმენტების მაქსიმალურად უსაფრთხო შენახვასა და დაცვას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე

კრებსითი — სრული ვერსია