|
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო- საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 14 იანვრის №2-7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 14 იანვრის №2-7 ბრძანებით (ვებგვერდი, 15/01/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.032.016096) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|