„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4190
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-29
სარეგისტრაციო კოდი
470.070.000.05.001.002.501
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 23.12.2002, მუხ. 162) 38-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ნარკომანიით დაავადებულ პირთა, მომხმარებელთა, აგრეთვე ფსიქოტროპული ნივთიერების მომხმარებელთა გამოკვლევისა და ექსპერტიზის, დიაგნოსტიკის, დისპანსერიზაციის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის წესებს შესაბამისი სტანდარტით განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხოლო ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარების, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტიმ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 27 დეკემბერი.

№4190–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია