სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „მესტიაჭალა 2“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების თაობაზე ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
134
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016545
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „მესტიაჭალა 2“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების თაობაზე ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 134

2014    წლის  27  იანვარი 

 ქ. თბილისი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „ მესტიაჭალა 2“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების თაობაზე ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულიპირის გამოვლენის შესახებ

1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დად­გენილებით დამტკიცებული „საქართველოში ელექტროსადგურების მშე­ნებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის“მე-6 მუხლის შე­სა­ბამისად ,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „ მესტიაჭალ ა 2“ ჰიდ­რო ­ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამო­ხატვ აში გამარჯვებულად გამოვლინდეს სს „სვანეთი ჰიდრო“.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს ინტე­რესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ურთიერთგა­გე­ბის მემორანდუმის პროექტის საქართველოს მთავრობის სხდომაზე გან­სახილველად წარმოდგენა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                 ირაკლი ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია